Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის # 59-ე საოლქო-საარჩევნო კომისია მზადაა საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად


28 ოქტომბრის არჩევნებისთვის ქუთაისში 124 საარჩევნო უბანია გახსნილი, მათ შორის ერთი სპეციალური. მათგან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის სპეციალური კაბინით აღჭურვილია 35 უბანი.

როგორც საოლქო კომისიაში განუმარტეს რადიო თავისუფლებას, კომისიას აქვს მოძრავი პანდუსი, რომელსაც საარჩევნო უბნები საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ. საარჩევნო უბნებზე გამოკრულია პლაკატი ყრუ ამომრჩევლისთვის. მცირემხედველთათვის უბნებზე გამოიყენება გამადიდებელი ლინზები. უსინათლო ამომრჩევლისთვის უბნები მომარაგებულია ჩარჩო ბიულეტენებით. გადასატანი ყუთით სარგებლობისთვის საოლქო კომისიას 567-მა მოქალაქემ მიართა.

ქუთასში სულ 156 051 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

XS
SM
MD
LG