Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაკავებულია პიტსბურგის სინაგოგასთან სროლაში ეჭვმიტანილი პირი


პიტსბურგის სინაგოგა "სიცოცხლის ხე", რომელთანაც 27 ოქტომბერს თავდასხმა მოეწყო
პიტსბურგის სინაგოგა "სიცოცხლის ხე", რომელთანაც 27 ოქტომბერს თავდასხმა მოეწყო

აშშ-დან გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ დააკავა ეჭვმიტანილი პირი მას შემდეგ, რაც ქალაქ პიტსბურგის სინაგოგასთან სროლას მსხვერპლი მოჰყვა. თავდასხმისას ცეცხლი გაუხსნეს სამ პოლიციელსაც. ჯერ არ გავრცელებულა ოფიციალური ინფორმაცია მსხვერპლის რაოდენობის, ან თავდამსხმელის მოტივის შესახებ. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერში დაწერა, რომ თვალს ადევნებს პიტსბურგის მოვლენებს. პენსილვანიის შტატის გუბერნატორმა ტომ ვულფმა „ნამდვილი ტრაგედია“ უწოდა ინციდენტს.

XS
SM
MD
LG