Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრალი წარუდგინეს გორში რვა წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირს


ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს გორში რვა წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირს, იაგო ნებიერიძეს. ამის შესახებ იუწყება „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს მთავარი პროკურატურიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას. რვა წლის გოგონას გვამი გორში 25 ოქტომბერს იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 26 ოქტომბერს დააკავა მკვლელობაში ეჭვმიტანილი, წარსულში ნასამართლევი პირი.

XS
SM
MD
LG