Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს-ს თანახმად, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს


შსს
შსს

10:00 საათის მდგომარეობით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და პოლიციის ინფორმაციით, რაიმე სერიოზულ სამართალდარღვევას ან ინციდენტს ადგილი არ ჰქონია-განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.მისი განმარტებით, რეგიონებში უსაფრთხო საარჩევნო გარემოს შესაქმნელად, პოლიციის მობილური ჯგუფები მთელი დღის განმავლობაში უზრუნველყოფენ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას უწევს რეგიონულ დანაყოფებს და უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს მონიტორინგს. ნინო ჯავახაძემ განაცხადა,რპმ საჭიროებისამებრ ხდება საპოლიციო ძალების გადაადგილებას რეგიონებს შორის, არჩევნების პერიოდში მშვიდი გარემოს შენარჩუნების მიზნით.

„ამავე დროს, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე თანამშრომლობის მიზნით, სამინისტროში გამოყოფილი არიან შესაბამისი საკონტაქტო პირები, რომელთა შესახებ ინფორმაცია მათ უკვე მიეწოდათ“-აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG