Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგა ზედანია: „ნებისმიერმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა იცოდეს, რომ გარანტირებული არაფერია“


გიგა ზედანია
გიგა ზედანია

ილიას უნივერსიტეტის რექტორი, ფილოსოფოსი გიგა ზედანია სოციალურ ქსელ ფეისბუკში აქვეყნებს სტატუსს არჩევნებში მონაწილეობის პირდაპირ კავშირზე დემოკრატიასთან, რომლის მთავარი ნიშანი განუსაზღვრელობაა.

„არა, გონება კი გეუბნება, რა შედეგი დადგება არჩევნებზე სავარაუდოდ, მაგრამ ის ვერ გაძლევს საკმარის საფუძველს, ამიტომ შენი ოპტიმიზმი ავსებს გონებისაგან დატოვებულ ცარიელ ადგილს. ეს ოპტიმიზმი გაიძულებს, წახვიდე და შენი ერთი ხმა მისცე არჩევნების მილიონიან მაშინერიაში, მიუხედავად იმისა, რომ რაციონალურად ამას დიდი აზრი თითქოს არ აქვს. მთავარი ამ განუსაზღვრელობის შენარჩუნებაა. ნებისმიერმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა იცოდეს, რომ გარანტირებული არაფერია, ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ არაფერია წინასწარ გადაწყვეტილი”, - წერს გიგა ზედანია, რომლის თქმით, სწორედ ეს ოპტიმიზმია, რაც აშორებს საქართველოს იმისგან, რომ მართლა ცუდი ქვეყანა გახდეს.

იმათ, ვინც ამ ოპტიმიზმს ვერ გრძნობს, გიგა ზედანია ურჩევს, მოიქცეს ისე, როგორც პასკალმა ურჩია ადამიანს, რომელიც ღვთის რწმენას ვერ გრძნობს. პასკალი ამბობს: დაიჩოქე, დაიწყე ლოცვა და რწმენა მოვა. გიგა ზედანიას თქმით, ასევეა პოლიტიკური ოპტიმიზმიც: მიდი არჩევნებზე, ხმა მიეცი და მოვა რწმენა, რომ მომავალში ყველაფერი უკეთესად იქნება.

XS
SM
MD
LG