თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ მან ხმა მისცა ქვეყნის განვითარებას, მშვიდობასა და სტაბილურობას. ” ჩვენ არავის უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ საზოგადოება დაყოს და მიაყენოს შეურაცხყოფა ადამიანებს. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და არ უნდა მოვახდინოთ საზოგადოების ჯგუფებად დაყოფა. ჩვენ ეს ერთხელ ვნახეთ, როგორი მძიმე იყო და არავითარ შემთხვევაში არ უნდა განმეორდეს. ქართველები ცოტანი ვართ, გვჭირდება კონსოლიდაცია და ერთიანი ძალებით უნდა ვიზრუნოთ, რომ ხვალინდელი საქართველო იყოს უკეთესი“, - განაცხადა კალაძემ ხმის მიცემის შემდეგ. საარჩევნო უბანზე თბილისის მერი შვილთან ერთად მივიდა.
ყველაზე პოპულარული
1