ხმების დათვლის შედეგების მიხედვით ზურაბ ჯაფარიძემ დავით უსუფაშვილს გაუსწრო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობით. 29 ოქტომბრის 2:15-ის მონაცემებით, გირჩის საპრეზიდენტო კანდიდატმა 2,26 % (36 026 ხმა) მიიღო და კანდიდატებს შორის მეოთხე ადგილი დაიკავა.
ამ დროისთვის, დავით უსუფაშვილს 36 005 ხმა აქვს მიღებული, რაც მთლიანობაში ხმათა 2.26% პროცენტს შეადგენს.
ეს “გირჩისთვის” პირველი არჩევნებია. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ოლქების მიხედვით, ზურაბ ჯაფარიძეს ყველაზე მეტი პროცენტი (8,48 %) თბილისის უბნებს შორის ვაკეში აქვს მიღებული, ქალაქებს შორის ყველაზე მეტი მხარდამჭერი რუსთავში აღმოაჩნდა (3,9 %).
საზღვარგარეთ არსებულ ოლქებში გირჩის ამომრჩეველთა რაოდენობამ 5,7% შეადგინა.
დაწერეთ კომენტარი