Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნებში მარცხის გამო ანგელა მერკელმა შესაძლოა მმართველი პარტიის თავმჯდომარეობა დატოვოს


ანგელა მერკელი
ანგელა მერკელი

გერმანიის ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი აპირებს დატოვოს მმართველი პარტიის, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარის თანამდებობა. ინფორმაციას რამდენიმე გერმანული მედიასაშუალება ავრცელებს პარტიის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით. წყაროების ცნობით, მერკელის გადაწყვეტილება უკავშირდება ქრისტიან-დემოკრატების ცუდ შედეგს ჰესენის ფედერალურ მიწაზე კვირას ჩატარებულ რეგიონულ არჩევნებში. ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა რეგიონული პარლამენტის არჩევნებში მიიღო ხმების 27%, რაც 11%-ით ნაკლებია წინა არჩევნების შედეგებზე.

XS
SM
MD
LG