Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთი და ინდოეთი სანქციების მიუხედავად ირანის ნავთობის შესყიდვას არ შეწყვეტენ


ირანის სანავთობო სექტორისთვის აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების ძალაში შესვლამდე რამდენიმე დღით ადრე, თეირანის ორი მთავარი კლიენტი, ჩინეთი და ინდოეთი არ აჰყვებიან ვაშინგტონის მოწოდებას, უარი თქვან ირანის ნავთობზე აცხადებენ რა, რომ მთელ მსოფლიოში არ არის საწვავის საკმარისი მოწოდების შესაძლებლობა. ამის თაობაზე მედია იტყობინება. ვაშინგტონი 5 ნოემბრიდან განაახლებს ირანის წინააღმდეგ სანქციებს მას მერე, რაც გამოვიდა ირანსა და მსოფლიოს სახელმწიფოებს შორის 2015 წელს მიღწეული ბირთვული შეთანხმებიდან. მაგრამ ჩინეთმა, ირანის უდიდესი კლიენტმა, საჯაროდ შეაქო ბირთვული შეთანხმება და გამოაცხადა, რომ გააგრძელებს ირანის ნავთობის იმპორტს ვაშინგტონის მუქარის მიუხედავად, რომ ჩინეთის კომპანიებს არ მისცემს ამერიკის ბაზარზე მოქმედების უფლებას, თუ პეკინი არ დაიცავს სანქციებს. აზიაში ირანის ნავთობის სხვა ორი დიდი მომხმარებელი, იაპონია და სამხრეთი კორეა, აღარ შეისყიდიან ისლამური რესპულიკისგან ნავთობს, მაგრამ ასევე დიდი პარტნიორების, ინდოეთის და ჩინეთის მზადყოფნა, გააგრძელონ შესყიდავა, გააძლიერა ირანის თავდაჯერებულობა და თეირანმა გამოაცხადა, რომ არ მოელის ნავთობის ექსპორტის ყოველდღიური დონის, მილიონ ბარელზე უფრო ქვემოთ დაცემას. თეირანის ნავთობის ექსპორტმა საგრძნობი კლება იწყო აშშ-ის მიერ სანქციების გამოცხადების შემდეგ. მანამდე, აპრილში, დღიური დონე 2,5 მილიონ ბარელს აღწევდა. ჩინეთი ყოფელდღიურად 500 ათასიდან 800 ათასამდე ბარელ ნავთობს, რაც მილიარდ ნახევარ დოლარს უდრის, შეისყიდის ირანისგან. ინდოეთი, რომელსაც ტრადიციულად ახლო ურთიერთობა აქვს თეირანთან, აცხადებს, რომ არ აღიარებს „ერთმხრივ“ სანქციებს, რომლებიც არ არის გაეროს იერ დაწესებული.

XS
SM
MD
LG