Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყარაჩაელები აღნიშნავენ შუა აზიაში დეპორტაციის 75-ე წლისთავს


ყარაჩაელები აღნიშნავენ სტალინიზმის ეპოქაში სამშობლოდან შუა აზიაში დეპორტაციის 75-ე წლისთავს. ყარაჩაი-ჩერქეზეთის მეჩეთებში 2 ნოემბერს პატივი მიაგეს 1943-57 წლების გადასახლების მსხვერპლთა ხსოვნას. ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკის ლიდერებმა გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც დეპორტაციას უწოდებენ „საზარელ უსამართლობას, რომელიც 14 წელი გაგრძელდა“. ყარაჩაელები - მომცრო, თურქულენოვანი ეთნიკური ჯგუფი - იყო პირველი, რომელიც საბჭოთა რეჟიმმა 1940-იან წლებში ჩრდილოეთ კავკასიიდან გადაასახლა. 1943 წლის 2-დან 5 ნოემბრამდე 70 ათასამდე ყარაჩაელი იქნა დეპორტირებული ყაზახეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში. არაოფიციალური ცნობებით, მარტო გზაში, რკინიგზით მგზავრობისას დაიღუპა დეპორტირებულთა მეოთხედი. კრემლი მათ გერმანელ ნაცისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა. ადამიანებს, ვინც დეპორტაციას ცოცხალი გადაურჩა, 1957 წელს მიეცა სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობა.

XS
SM
MD
LG