Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების თავმჯდომარე პოსტს ტოვებს სომხეთში ბრალის წაყენების გამო


კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ამჟამინდელი თავმჯდომარე, იური ხაჩატუროვი თანამდებობიდან გაათავისუფლეს სომხეთში მის მიმართ ბრალის წაყენების გამო. მას ბრალი წაუყენეს სომხეთის საკონსტიტუციო წყობის დამხობაში მონაწილეობის გამო 2008 წელს, როცა მას თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულება რუსეთის თავმჯდომარეობით შექმნილი გაერთიანებაა, რომელშიც რუსეთის და სომხეთის გარდა შედიან ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების საინტერნეტო გვერდზე 2 ნოემბერს გამოქვეყნებული ცნობით, ხაჩატუროვი თანამდებობას ტოვებს სომხეთის მთავრობის მოთხოვნით. სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა 1 ნოემბერს თქვა, რომ სომხეთი აპირებს ხაჩატუროვის გამოწვევას თანამდებობიდან. ხაჩატუროვს ივლისში წაუყენებს ბრალი „საკონსტიტუციო წყობის დამხობაში მონაწილეობის გამო 2008 წლის სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ასეთივე ბრალდება აქვს წაყენებული სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანს, რომელმაც ბრძანება გასცა ძალით ჩაეხშოთ საპროტესტო გამოსვლა, რომლის დროსაც მოკლეს რვა დემონსტრანტი და ორი პოლიციელი. 66 წლის ხაჩატუროვი საქართველოში დაიბადა და სომხეთის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი იყო 2008-დან 2016 წლამდე.

XS
SM
MD
LG