Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაულანა ჰაყის მკვლელობა მისმა შვილმა დაადასტურა


მაულანა ჰაყი ცენტრში
მაულანა ჰაყი ცენტრში

პაკისტანის მედია იუწყება, რომ „თალიბანის მამად“ მონათლული მაულანა სამიუალ ჰაყი, რომელსაც მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ექსტრემისტული დაჯგუფებების მეთაურებთან, დანით მიყენებული ჭრილობებისაგან დაიღუპა. სასულიერო პირის შვილმა, ჰამიდულ ჰაყმა, ერთ-ერთი ადგილობრივი ტელეარხის საშუალებით განაცხადა, რომ მამას დანით შეიარაღებულმა უცნობმა პირმა სასიკვდილო ჭრილობები თავის საცხოვრებელ სახლში მიაყენა. სისხლისგან დაცლილი მაულანა ჰაყი აბაზანაში იპოვეს. 80 წლის ჰაყს პაკისტანის უკონტროლო ჰაიბერ პახტუნყვის პროვიციაში ისლამური სკოლა ჰქონდა გახსნილი და, გავრცელებული ცნობებით, ივლისის საპარლამენტო არჩევნების დროს კავშირი ჰქონდა პაკისტანის თეჰრიკ-ე ინსაფის პარტიასთან, რომელსაც პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი უდგას სათავეში.

XS
SM
MD
LG