Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ ვაშაძე, ნიკა რურუა და გიორგი ვაშაძე პატრიარქს შეხვდნენ


საქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ წევრები და პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე თავიანთი ინიციატივით საქართველოს პატრიარქს შეხვდნენ. საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ, იქ გამართული შეხვედრის შესახებ ილაპარაკეს.

„ვისაუბრეთ იმ გამარჯვებაზე, რომელიც მთელმა საზოგადოებამ მოიპოვა. საქმე ეხება იმ კანონპროექტს, რომელიც საქართველოს ნარკოპლანტაციად გადაქცევას ითვალისწინებდა და ჩვენ ხელისუფლებას კი ნარკორეალიზატორად აქცევდა“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

გუშინ, 2 ნოემბერს კი საპატრიარქოში შეხვედრა ჰქონდათ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას. შეხვედრის შემდეგ მათ განაცხადეს, რომ კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს მთავრობა პარლამენტიდან გაიწვევს.

XS
SM
MD
LG