Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინს სურს სამხედრო დაზვერვას დაუბრუნდეს ძველი სახელწოდება ГРУ


რუსეთის პრეზიდენტი პარასკევს გამოვიდა წინადადებით, რათა ძველი სახელწოდება ГРУდაუბრუნდეს რუსეთის სამხედრო დაზვერვას. აკრონომი რუსულად იშიფრება, როგორც მთავარი სადაზვერვო სამმართველო რუსეთის შეიარებული ძალების გენშტაბისა. 2 ნოემბერს რუსეთის არმიის თეატრში საზეიმოდ აღნიშნა ГРУ -ს დაარსების მეასე წლისთავი, რომელიც სამხედრო დაზვერვის თანამშრომლებთან და ვეტერანებთან ერთად იზეიმა ვლადიმირ პუტინმა. „გაუგებარია, სადაც დაიკარგა სიტყვა სადაზვერვო“, - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა. 2010 წლიდან უწყებას ეწოდება შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარი სამმართველო. თუმცა, რუსეთის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლებს კვლავ ГРУ-ს თანამშრომლებად მოიხსენიებენ დასავლეთის ქვეყნების ოფიციალურ დოკუმენტებსა და მეტადრე მედიაში.

XS
SM
MD
LG