Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სადაზვერვო თვითმფრინავი სახიფათოდ მიუახლოვდა ნორვეგიის ნაპირებთან ამერიკულ ხომალდს


აშშ-ის მე-6 ფლოტის საფლაგმანო გემის „მაუნტ უიტნის“ მეზღვაურებმა, რომლებიც ნორვეგიაში მიმდინარე მსხვილ სამხედრო სწავლება „ტრაიდენტ ჯანკჩერ 2018“-ში მონაწილეობენ, საკუთარი თავლით დაინახეს და ფოტოებიც გადუღეს რუსულ სამხედრო თვითმფრინავ ტუ-142-ს. საპატრულო და სადაზვერვო თვითმფრინავი ბოლო 30 წლის განმავლობაში ასე სახიფათოდ პირველად მიუახლოვდა ამერიკის საფლაგმანო გემს. ინცინდენტი მოხდა 2 ნოემბერს, ფაქტის შესახებ კი 3 ნოემებრს გახდა ცნობილი. მანამდე რუსეთი ნეგატიურად გამოეხმაურა ნატოს საზღვაო მანევერებს, რომელიც ითვლება ყველაზე მასშტაბურად „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ. გასულ კვირაში რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ პასუხად ამ რეგიონში სარაკეტო სროლებს ჩაატარებს. ნორვეგიული საავიაციო უწყება Avinor-ის ცნობით, რუსეთმა მოსალოდნელი სარაკეტო სროლების შესახებ ოპერატიული გაფრთხილება გაუგზავნა ნორვეგიული საჰაერო ხომალდების ყველა ეკიპაჟებს.

XS
SM
MD
LG