Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტეში კატასტროფა განიცადა რუსული წარმოების გამანადგურებელმა


"მიგ-29" ტიპის გამანადგურებელი
"მიგ-29" ტიპის გამანადგურებელი

ეგვიპტეში ავარია განიცადა ქვეყნის საჰაერო ძალების კუთვნილმა გამანადგურებელმა თვითმფრინავმა „მიგ-29“-მ, რომელიც აფრენის შემდეგ მალევე ჩამოვარდა. ეგვიპტის არმიის ცნობით პილოტმა წარმატებით მოახერხა კატაპულტირება. წინასწარი ინფორმაციით ავარიიის მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო სისტემის გაუმართაობა ან მფრინავის შეცდომა. რუსეთის მედიის ცნობით ეგვიპტემ რუსეთის ავიამშენებლობის გაერთიანებული კორპორაციისაგან 2013 წელს გააფორმა კონტრაქტი 46 ერთეულ „მიგ 29“ გამნადგურებლის შეძენაზე. კონტრაქტის საერთო ღირებულება შეადგენდა 2,5 მილიარდ დოლარს. თვითმფრინავების მიწოდება ეგვიპიტეში დაიწყო 2017 წლის გაზაფხულზე და უნდა დასრულდეს 2020 წლისათვის. იუწყებიან, რომ გამანადგურებლის ავარიის მიზეზების შესწავლაში ეგვიპტეს უკვე შესთავაზეს დახმარება რუსმა სპეციალისტებმა.

XS
SM
MD
LG