Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენიმე კაცი დააკავეს რუსეთში ანტისამთავრობო მსვლელობის დროს


რუსეთის პოლიციამ დააკავა სულ მცირე რვა კაცი. ისინი მონაწილეობდნენ ანტისამათავრობო დემონსტრაციაზე, რომელიც მოსკოვის ლიუბლიანოს რაიონში გაიმართა რუსეთის სახალხო ერთიანობის დღესასწაულის პარალელურად. ხელისუფლებამ სადღესასწაულო მსველელობების ჩატარების უფლება გასცა რუსეთის 12 ქალაქში, მათ შორის სანკტ პეტერბურგსა და ეკატერინბურგში. ლიუბლიანოს გარდა ანტისამათვრობო აქცია მოსკოვის განაპირას გამართეს რუსმა ნაციონალისტებმა. ადგილი ჰქონდა მცირე შეხლა-შემოხლას, რის გამოც რამდენიმე ადამიანი მსუბუქად დაშავდა. კრემლმა რუსეთის სახალხო ერთიანობის დღესასწაული შემოიღო 13 წლის წინ, ბოლშევიკების დროს დაწესებული რევოლუციის დღესასწაულის სანაცვლოდ. ახალ დღესასწაულს საფუძვლად დაედო 1612 წელს რუსეთის გამარჯვება პოლონეთის არმიაზე. ვლადიმირ პუტინი დღესასწაულს იყენებს ქვეყანაში პატრიოტული სულისკვეთების ასამაღლებლად და საზოგადოების კონსოლიდირებისათვის.

XS
SM
MD
LG