Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი დაადანაშაულეს აშშ-ის არმიაზე ზეგავლენის მცდელობაში სოციალური ქსელების საშუალებით


ათობით ტვიტერის „ექაუნთი“, რომლებიც მოქმედებდნენ აშშ-ის სამხედრო მოსამსახურეების სახელებით, დაკავშირებული იყო ინტერნეტ-კვლევების რუსეთის სააგენტოს „ტროლების ფაბრიკასთან“. ამის თაობაზე „ამერიკის ხმა“ იუწყება სამხედრო მოხელეებზე დაყრდნობით. მათი ცნობით, ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს სამხედროებად ასაღებდნენ, ტვიტერით ცდილობდნენ კონტაქტის დამყარებას ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებთან, რათა მოეხდინათ გავლენა მათ განწყობაზე რუსეთისათვის სასურველი ქცევის გამოსაწვევად. იუწყებიან, რომ რუსეთიდან მართული ასეთი 39 ექაუნთი, რომლებიც ვითომცდა დაკავშირებული იყო პენტაგონთან, ცოტა ხნის წინ დაბლოკა ტვიტერის ადმინისტრაციამ. აღნიშნულია, რომ ამერიკელი სამხედრო მოსასმახურეების გამოსახულებიან ყალბ ექაუნთებს შესაძლოა წააწყდეთ ფეისბუკშიც. შაბათს ცნობილი გახდა, რომ მიკრობლოგების სერვისმა ტვიტერმა გააუქმა 10 ათასი საეჭვო „ექაუნთი“, რომელიც შეიცავდა მოწოდებებს აშშ-ის შუალედური არჩევნების იგნორირების თაობაზე. გავრცელებული ინფორმაციით, „ექაუნთები“ შენიღბული იყო დემოკრატიული პარტიის მომხრეთა სააღრიცხვო მონაცემებით.

XS
SM
MD
LG