Accessibility links

site logo site logo

გიგი უგულავამ „უაღრესად დამაზიანებელი“ უწოდა გრიგოლ ვაშაძის ვიზიტს ირაკლი ოქრუაშვილთან


გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი ირაკლი ოქრუაშვილთან არის პრაგმატულად უაღრესად დამაზიანებელი და მორალურად უმძიმესი, - ამის შესახებ ნათქვამია თბილისის ყოფილი მერის, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში. ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ყოფილ თავდაცვის მინისტრს სახლში შაბათს ესტუმრა. შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. ოქრუაშვილმა ვაშაძეს წარმატება უსურვა. "გრიგოლ ვაშაძის ამომრჩევლისთვის ვერ იქნება სულერთი, რომ მათი კანდიდატი მხარდაჭერას ეძებს და ამისთვის სახლშიც კი ეახლა ადამიანს, რომელიც შეეკრა რუსეთს, ცხოვრობდა ფსბ-ს "პოდმოსკოვსკი" „დაჩაზე“, მონაწილეობდა რუსულ პროპაგანდაში საქართველოს წინაღმდეგ, მათ შორის ომის თემაზე და აკეთებდა სალომე ზურაბიშვილის მსგავს განცხადებებს. რუსეთის სპეცსამსახურის დახმარებით აგროვებდა შეიარაღებულ ადამიანებს და ჰქონდა გეგმა, როგორ დაემხო კანონიერი ხელისუფლება“, - წერს გიგი უგულავა პოსტში, რომელშიც ხაზგასმულია, რომ „ევროპული საქართველო“ ერთგულია თავისი გადაწყვეტილების. არჩევნების პირველი ტურის შედეგების გამოცხადების შემდეგ „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა განაცხადა, რომ მეორე ტურში მხარს დაუჭერენ ოპოზიციის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG