Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ მცირე 13 ავღანელი სამხედრო დაიღუპა თალიბების თავდასხმის შედეგად


ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, უსაფრთხოების ძალების სულ მცირე 13 თანამშრომელი დაიღუპა თალიბებთან შეტაკებაში. სამხედროების საგუშაგოზე თავდასხმა 5 ნოემბერს მოხდა ღაზნის პროვინციაში, ქაბულიდან 150 კილომეტრის დაშორებით. პროვინციის წარმომადგენელთა თქმით, თალიბები თავს დაესხნენ პროვინციის დედაქალაქის მახლობლად, სტრატეგიულ გზაგასაყარზე მდგარ საგუშაგოს ხოგიანის რაიონში. თავდასხმის შედეგად 7 სამხედრო და 6 პოლიციის თანამშრომელი დაიღუპა. არიან დაჭრილებიც. იერიშზე პასუხისმგებლობა აიღო თალიბანმა.

XS
SM
MD
LG