Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთარ ფარცხალაძე პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა


ოთარ ფარცხალაძე
ოთარ ფარცხალაძე

ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაკითხვაზე იმყოფებოდა ძველი თბილისის პირველ განყოფილებაში, - ამ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.

უცნობია, კონკრეტულად რა საქმეზე დაიბარეს ფარცხალაძე საგამოძიებო უწყებაში. თუმცა სწორედ პოლიციის ეს განყოფილება უძღვებოდა ოთარ ფარცხალაძესა და ყოფილ გენერალურ აუდიტორს, ლაშა თორდიას შორის მომხდარი ინციდენტის საქმეს. მოწმის სახით გამოსაკითხად ოთარ ფარცხალაძე ძველი თბილისის პირველ განყოფილებაში პირველად 2017 წლის 17 მაისს დაიბარეს.

ლაშა თორდია ირაკლი ფარცხალაძეს თავდასხმასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებაში სდებს ბრალს. შემთხვევა 2017 წლის13 მაისს, ღამის კლუბ „ელ ცენტროში“ მოხდა.

XS
SM
MD
LG