Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისის თოჯინების თეატრში რეკონსტრუქციისთვის ემზადებიან


რემონტის დასრულებამდე თოჯინებს და დეკორაციის ნაწილსმესხიშვილისა და ოპერის თეატრებში გადაიტანენ.
რემონტის დასრულებამდე თოჯინებს და დეკორაციის ნაწილსმესხიშვილისა და ოპერის თეატრებში გადაიტანენ.

ქუთაისის თოჯინების თეატრს რეკონსტრუქციისთვის ამზადებენ. შეიცვლება შენობის ფასადი, ინტერიერი, სცენის, დარბაზის და შიდა ეზოს მოწყობა, რაზეც ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. რეკონსტრუქციისშემდეგ თეატრს ექნება მოძრავი სცენა, მცირე ლიფტი, გათბობა და განათება.

პროექტის მიხედვით შენობის რეკონსტრუქცია 6 თვეში უნდა დასრულდეს. რემონტის დასრულებამდე თოჯინებს და დეკორაციის ნაწილსმესხიშვილისა და ოპერის თეატრებში გადაიტანენ.

ქალაქის ცენტრში მდებარე სამსართულიანი შენობა, რომელშიც თოჯინების თეატრია განთავსებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. თეატრში 1946 წლიდან დღემდე 300–ზე მეტი სპექტაკლია დადგმული. ამჟამად რეპერტუარში 17 დადგმაა, თეატრში 20 მსახიობი მუშაობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG