Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თორდიას დამცველები არ გამორიცხავენ, რომ ფარცხალაძისთვის ბრალის წარდგენა არჩევნებს უკავშირდება


ლაშა თორდია
ლაშა თორდია

ყოფილი გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას ინტერესების დამცველი „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელის ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, მათი ორგანიზაციისთვის მოულოდნელია პროკურატურის გააქტიურება ლაშა თორდიაზე ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის თავდასხმის საქმეზე. ცქიტიშვილის შეფასებით, შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდს, რომლის განმავლობაშიც ხელისუფლებამ გადაწყვიტა პასუხი გასცეს საზოგადოების ლეგიტიმურ მოთხოვნებს. „ამავე დროს, ლაშა თორდია უკვე რამდენიმე თვეა იმყოფება უცხოეთში, ფაქტობრივად პოლიტიკური დევნილია და შესაბამისად, შესაძლოა იყოს ხელისუფლებაზე გარე ზეწოლაც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, ან მეგობარი სახელმწიფოების მხრიდან, რათა წარიმართოს ეფექტიანი გამოძიება“ - განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა. მისივე თქმით, სხვა ახსნას ვერ პოულობს, რადგან დღემდე ლაშა თორდიას დაზარალებულის სტატუსიც კი არ ჰქონდა, ხოლო ოთარ ფარცხალაძეს ბრალი მხოლოდ 5 ნოემბერს წარუდგინეს 2017 წლის მაისში მომხდარი თავდასხმის გამო.

XS
SM
MD
LG