Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობა დავითაშვილი: ნაციონალური მოძრაობის ჯალათი მირზა სუბელიანი ამ ხელისუფლებამ დააწინაურა


კობა დავითაშვილი
კობა დავითაშვილი

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა, კობა დავითაშვილმა პროკურატურის ყოფილ მაღალჩინოსანს, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მირზა სუბელიანს უწოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ჯალათი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დააწინაურა.

“დღეს ნაციონალური მოძრაობა ნაწილობრივ ხელისუფლებაში იმყოფება, იმიტომ, რომ მისი ჯალათები ხელისუფლების სამსახურში დგანან და დაწინაურებულებიც კი არიან და აგრძელებენ ჯალათობას“ - . განაცხადა კობა დავითაშვილმა რუსთაველის თეატრთან გამართულ აქციაზე „გვახსოვს 7 ნოემბერი,“ „არა ნაციზმს, არა მიშას!" დავითაშვილმა მაგალითად მოიყვანა მირზა სუბელიანი, რომელიც „იყო პროკურორი 26 მაისის საქმეზე და იმას კი არ იძიებდა, როგორ გაუსწორდნენ ხალხს, არამედ პოლიტპატიმრებზე ფიზიკურ ზეწოლას ახორციელებდა, რომ მათგან ჩვენებები გამოეძალა.“ კობა დავითაშვილის თქმით, მირზა სუბელიანი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დააწინაურა და შემდეგ გააკეთა ის, რასაც მუდმივად აკეთებდა. “როდესაც ოჯახისთვის და შვილისთვის დასჭირდა, ხელი დააფარა, გამოიყენა სამსახურეობრივი მდგომარეობა და აღმოვჩნდით უცნაურ მდგომარეობაში - საკუთარი პროკურორის დანაშაულებრივი საქმიანობის გამო ნაციონალური მოძრაობა ამ ხელისუფლების გადადგომას ითხოვს“- განაცხადა დავითაშვილმა. მისი შეფასებით, „დღევანდელი ხელისუფლების სინდისზეა, რომ ნაციონალური მოძრაობა ციხეში კი არ ზის, იმუქრება რევანშით, ახალი 7 ნოემბრით, ახალი 26 მაისით, ახალი ძალადობით და ახალი მკვლელობებით.“ კობა დავითაშვილის განცხადებით, პირადად ის არ დაუშვებს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მობრუნებას.

დავითაშვილმა "ქართული ოცნების" ხელისუფლებისგან მოითხოვა, რომ დაუყოვნებლივ დაიწყოს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიაში დაწყებული პროცესის მსგავსი, „დენაციფიკაციის პროცესი“ და „ყველა სახელმწიფო დაწესებულება, პირველ რიგში, სასამართლო, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო გაიწმინდოს სააკაშვილის ჯალათებისგან.“

XS
SM
MD
LG