Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: ატოცში მავთულხლართების გაბმა სუვერენიტეტის ხელყოფის კიდევ ერთი მაგალითია


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის სუვერენიტეტის ხელყოფის კიდევ ერთი მაგალითი უწოდა რუსეთის მიერ სოფელ ატოცში მავთულხლართების გაბმას.

„ეს არის დასაგმობი, და არა მხოლოდ დასაგმობი! ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად აუცილებელია, რომ დავიწყოთ ჩვენს პარტნიორებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა საოკუპაციო ხაზის საკითხთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით, პრეზიდენტის პოსტის დაკავებისთანავე, შევუდგები მუშაობას ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად“ - წერს სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქის გვერდზე.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან განაახლეს ე.წ. საზღვრის გავლება, რომლის შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცევა სოფლის მცხოვრებთა მიწის ნაკვეთების ნაწილი.

XS
SM
MD
LG