აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამარჯვების შესახებ გამოაცხადა შუალედურ არჩევნებში, მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე დემოკრატებმა მისი რესპუბლიკური პარტიისგან უმრავლესობა გადაიბარეს წარმომადგენელთა პალატაში და მისი ადმინისტრაციის პერიოდში პირველად შეიქმნა გაყოფილი კონგრესი. ტრამპმა 7 ნოემბერს თქვა, რესპუბლიკელები არ დამორჩილდნენ ისტორიას და არჩევნებზე დიდი შედეგი აჩვენესო - ამის მაგალითად მოიტანა მონაცემები, რომლითაც სენატში გაიზარდა რესპუბლიკელთა მცირე უმრავლესობა. გარკვეული შედეგები ჯერ ბოლომდე დაზუსტებული არ არის, თუმცა უკვე ცხადია, რომ დემოკრატებმა წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიპოვეს. 435 ადგილიან პალატაში 218 მანდატია საჭირო უმრავლესობისთვის, ხოლო დემოკრატებმა სულ მცირე 220 მოიპოვეს, რესპუბლიკელებმა - 193. დასაზუსტებელი რჩება 22 მანდატის ბედი. სენატში რესპუბლიკელები შეინარჩუნებენ უმრავლესობას, მათ 100 მანდატიდან სულ მცირე 52 და შესაძლოა უფრო მეტი ექნებათ. სენატის წინა შემადგენლობაში ისინი 51 მანდატს ფლობდნენ. მოქმედი პრეზიდენტის პარტია, როგორც წესი, შუალედურ არჩევნებზე კარგავს მხარდაჭერას, ზოგ შემთხვევაში კიდევ უფრო დიდი მასშტაბით, ვიდრე ამჟამად მოხდა.
ტრამპი მიესალმება არჩევნებში "გამარჯვებას", წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატთა უმრავლესობის მიუხედავად

ყველაზე პოპულარული
1