Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მინისტრს შეხვდება


სერგეი ლავროვი
სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 12 ნოემბერს მოლაპარაკებას გამართავს „სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან“ დიმიტრი მედოევთან - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ. მისი ინფორმაციით, მოსკოვში მედოევის სამდღიანი სამუშაო ვიზიტი 10 ნოემბერს იწყება. ზახაროვას თქმით, ლავროვი და მედოევი განიხილავენ ორმხრივი ურთიერთობების, „სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო პოზიციების განმტკიცების“ და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე ურთიერთქმედების საკითხებს.

XS
SM
MD
LG