Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძალოსანი ლაშა ტალახაძე ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი


ლაშა ტალახაძე
ლაშა ტალახაძე

აშხაბადში 1-10 ნოემბერს გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი ძალოსნობაში საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა. 2018 წლის სეზონის უმთავრესი შეჯიბრების დასკვნით დღეს, მსოფლიოს კონკურენციაში მძიმეწონოსანი (+109 კგ) ძალოსნები ჩაებნენ და მათ შორის უძლიერესის წოდება ლაშა ტალახაძემ მოიპოვა.

25 წლის ქართველი ძალოსანი მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედალს ზედიზედ მესამედ დაეუფლა. ამავდროულად, ლაშა ტალახაძე ოლიმპიური და ევროპის სამგზის ჩემპიონიცაა.

საქართველოს ძალოსანთა ნაკრები თურქმენეთში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე სულ შვიდი სპორტსმენით გამოვიდა. კვარცხლბეკზე ასვლა კი ტალახაძის გარდა რევაზ დავითაძემ შეძლო, რომელმაც 89 კილოგრამ წონით კატეგორიაში მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

XS
SM
MD
LG