Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს იძიებს მუქარას სალომე ზურაბიშვილისა და მისი შვილების მიმართ


პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის და მისი ოჯახის მიმართ მუქარას კრიმინალური პოლიცია იძიებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა სამინისტროს 10 ნოემბერს მიმართა განცხადებით და შეატყობინა, რომ სოციალურ ქსელ ფეისბუქის მეშვეობით ხორციელდებოდა მუქარა მისი და ოჯახის წევრების მიმართ, კერძოდ, მათ მიიღეს შეტყობინებები სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის შესახებ. შსს-ს ცნობითვე, იმავე დღეს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის და მუქარის ფაქტზე და აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

„იმის გათვალისწინებით, რომ საქმე ეხება პრეზიდენტობის კანდიდატს, გამოძიება წარიმართება ინტენსიურად. ასევე, ვიყენებთ კანონით დასაშვებ ყველა შესაძლო ბერკეტს არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად. როგორც კი გვექნება გამოძიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია, საზოგადოებას აუცილებლად ვაცნობებთ“ - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ.

"ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 9, 10 და 11 ნოემბერს, მისმა შვილებმა თეიმურაზმა და ქეთევანმა და პირადად მან მიიღეს შეტყობინებები სიცოცხლის მოსპობის მუქარით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG