Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მეტროს მუშაობა ნაწილობრივ შეფერხდა


თბილისის მეტროს სადგური-ვარკეთილის მონაკვეთზე მიმოსვლა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში შეჩერებული იყო. თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტა რომ ამის მიზეზი მატარებლის ტექნიკური გაუმართაობა იყო, რის გამოც მისი გვირაბში გადაყვანა გახდა საჭირო. გადაადგილება არ შეფერხებულა საბურთალოს ხაზზე და სადგურიდან მეტრო ახმეტელის მიმართულებით. შეფერხება 18:50-ზე დაიწყო.

მანამდე მეტროში კიდევ ერთი ინციდენტი გახდა ასევე 20 წუთიანი შეფერხების მიზეზი. საღამოს 5:30 წუთზე ისნის მეტროსადგურში მამაკაცი გაუფრთხილებლობით ლიანდაგებზე გადავარდა. მეტროს ადმინისტრაციამ ელექტრო სადენები გამორთო და მატარებლის შემოსვლაც შეაჩერა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. ამჟამად თბილისის მეტრო ყველა მიმართულებით გახსნილია.

XS
SM
MD
LG