Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

199 600 აშშ დოლარი უფლისციხის ახალ პროექტს მოხმარდება


„უფლისციხის პროექტი“ 2018 წლის ამერიკის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საგრანტო პროგრამის გამარჯვებული გახდა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს კვლევის ცენტრმა კომპლექსური მონიტორინგის სისტემის შესაქმნელად199 600 აშშ დოლარის გრანტი მიიღო.

ორწლიანი პროექტი გულისხმობს ძეგლის მდგომარეობის დეტალურ გამოკვლევას, კრიტიკული უბნების გამოვლენას, მათ გამაგრებასა და დამცავი კონსტრუქციების შექმნას.

პროექტის ფარგლებში გამოიყენება სხვადასხვა სენსორები, რომლებიც მკვლევრებს გადამცემების მეშვეობით მიაწვდიანინფორმაციას ძეგლის მდგომარეობის შესახებ: მეტეოსადგური ტემპერატურისა და ნალექის გასაკონტროლებლად; მიკროკლიმატის სენსორები, ექსტენზომეტრები ბზარების მდგომარეობის აღსაწერად და სხვა ტექნიკური აღჭურვილობა.

„კლდის ძეგლები იმდენადსპეციფიკურია, რომ მას, კვლევისა და გამაგრების გარდა, მუდმივი ეროზიის გამო სჭირდება მუდმივი მონიტორინგი და ახლა ვგეგმავთ მონიტორინგის ქსელის ამუშავებას.ქართულ გჯუფთან ერთად პროექტში ასევე ჩართულები იქნებიან კოლეგები იტალიის გეოლოგიური სამსახურიდან“, -ამბობს რადიო თავისუფლებასთან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს კვლევის ცენტრის დირექტორი მიხეილ ელაშვილი.

ცენტრის დირექტორის თქმით, კონცეფცია შემუშავდა ვარძიის პროექტის ბაზაზე, სადაც ეს სისტემა ახლაც მუშაობს. ამ პროექტის გარდა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები სხვა ძეგლებზეც, მაგალითად, ვანის ქვაბებსა და დავით გარეჯის კომპლექსზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG