თურქეთი აცხადებს, რომ კვლავაც აგრძელებს მუსლიმი მესხების მხარდაჭერას და მათ კიდევ ერთხელ უცხადებს სოლიდარობას, სტალინის მიერ საქართველოდან შუა აზიაში გადასახლების 74-ე წლისთავზე. 14 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ ანკარა "ყურადღებით" ადევნებს თვალს მათი "რეპატრიაციის პროცესს და პირობებს". 1944 წლის 14 ნოემბერს საქართველოდან სატვირთო მატარებლებით გაასახლეს 115 000-მდე მაჰმადიანი მესხი, რომლებსაც საბჭოთა მთავრობა თურქეთის ერთგულებაში ადანაშაულებდა. გზაში დაიღუპა 13 000-მდე ადამიანი, მათ შორის ბევრი ბავშვი და ხანდაზმული. კავკასიიდან სტალინის მიერ დეპორტირებული ბევრი სხვა ეთნიკური ჯგუფისგან განსხვავებით, მაჰმადიანი მესხების ოფიციალური რეაბილიტაცია არ განხორციელებულა. საქართველომ 2007 წელს მიიღო კანონი რეპატრიაციისთვის საჭირო პროცედურების დასაწყებად, თუმცა მაჰმადიან მესხებს ბევრი ბიუროკრატიული ბარიერი ხვდებათ ისტორიულ სამშობლოში დასაბრუნებლად. მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 600 000 მაჰმადიანი მესხი ცხოვრობს, მათი უმეტესობა აზერბაიჯანში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, რუსეთში, თურქეთში, უკრაინაში, უზბეკეთში და აშშ-ში.
ყველაზე პოპულარული
1