Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელი შერბილდება


რუსეთის სახელმწიფო დუმამ პირველი წაკითხვით მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმად, სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლის სამართლებრივი დევნა გაუქმდება. კანონში შესწორების მიხედვით, თუ საქმე გვაქვს სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ პირველ დანაშულთან, სასჯელი ადმინისტრაციული იქნება. სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობა მხოლოდ მაშინ დაეკისრება ეჭვმიტანილს, თუ მას ადმინისტრაციული სასჯელი უკვე მოხდილი ჰქონდა ერთი წლის განმავლობაში. ადმინისტრაციული დანაშაულობების კოდექსში გაჩნდება ახალი სტატია სიძულვილის და შუღლის გაღვივების შესახებ. მისი დარღვევისთვის მოქალაქეებს ემუქრება 20 ათასი რუბლის ოდენობის ჯარიმა, ან 15 დღიანი პატიმრობა. იურიდიულ პირები შეიძლება დაისაჯონ 500 ათას რუბლამდე ჯარიმით.

XS
SM
MD
LG