Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში რუსეთის მფლობელობაში მყოფ გაზის კომპანიას ადანაშაულებენ გადასახადებისთვის თავის არიდებაში


სომხეთის საგადასახადო სამსახურმა მილიონობით დოლარის ოდენობის გადასახადებისთვის თავის არიდებაში დაადანაშაულა ქვეყნის გაზის გამანაწილებელი კომპანია, რომელიც რუსეთის კომპანია გაზპრომის მფლობელობაშია. სახელმწიფო შემოსავლების სამსახურმა 14 ნოემბერს გამოაცხადა, რომ დაიწყო გამოძიება გაზპრომ-სომხეთის მიმართ. სამსახური იუწყება, რომ კომპანიამ 2016 და 2017 წლებში ყალბი, გადაჭარბებული მონაცემები წარმოადგინა ხარჯებად და სრულად არ განაცხადა მოგების თაობაზე. ჯერჯერობით კონკრეტული პირებისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. თავად გაზპრომ-სომხეთი ბრალდებებს უარყოფს და უსაფუძვლოს უწოდებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG