Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წალკის მუნიციპალიტეტის გზებზე მოძრაობა აღდგენილია


16 ნოემბრისთვის მაღალმთიანი წალკის მუნიციპალიტეტის გზებზე მოძრაობა აღდგენილია, გუშინ გვიან ღამით მოსული თოვლის შედეგად გამოწვეული შეფერხებების შემდეგ.

წალკის მუნიციპალიტეტის მერმა, ილია საბაძემ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მუნიციპალიტეტში ახლაც თოვს.

„წუხელ თოვლის საფარი 15 სანტიმეტრი იყო, განსაკუთრებული პრობლემა წალკა-ფარავნის უღელტეხილზე შეგვექმნა. გზა მოიყინა, თუმცა ღამის 3 საათზე ტექნიკური მარილი დავყარეთ და უღელტეხილიც გაიხსნა“, თქვა ილია საბაძემ, რომლის თქმით, ღამის საათებში ტემპერატურა მინუს 4 გრადუსამდე ეცემა.

თავად ქალაქი წალკა გაზიფიცირებულია, სოფლის მოსახლეობა კი შეშით თბება.


წალკის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, საშეშე მასალა ეწურებათ.
„მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 2014 ჰექტარ ფართობზე, ხელოვნურად არის გაშენებული წიწვოვანი ტყე, რომელიც წლიდან წლამდე იჩეხება“, თქვა ილია საბაძემ.

მისივე ინფორმაციით, ტყის გადარჩენის მიზნით, ხეების ჭრასა და საშეშე მასალის გაცემაზე მკაცრი კონტროლი დაწესდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG