Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი


შს სამინისტროს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე დააკავეს 1990 წელს დაბადებული ა.მ. განზრახ მკვლელობისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.მ-ს მიმდინარე წლის 16 ნოემბერს, თბილისში, საღამოს საათებში, ეჭვიანობის ნიადაგზე კონფლიქტი მოუვიდა ნაცნობებთან - 1993 წელს დაბადებულ ა.ს.-სა და 1993 წელს დაბადებულ რ.უ.-სთან. ფიზიკური დაპირისპირების დროს ა.მ.-მ ორივე მათგანს დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. მიყენებული ჭრილობების შედეგად რ.უ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი.

გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი, დანა.

XS
SM
MD
LG