Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თორნიკე რიჟვაძემ ქურდი უწოდა „ქართული ოცნების“ ორგანიზაციის ყოფილ თავმჯდომარეს


ის სამი თვის წინ გავუშვით პარტიიდან - ასე გამოეხმაურა ხულოს მუნიციპალიტეტის "ქართული ოცნების" ორგანიზაციის თავმჯდომარის, ომარ მახარაძის თანამდებობიდან წასვლას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

„ეს ადამიანი ფინანსური დარღვევების გამო სამი თვის წინ მოკვეთილი იქნა პარტიიდან. მინდა ვთქვა, რომ მშვიდობაში მოახმაროთ ქურდი, რომელმაც გარკვეული ფინანსური დარღვევები ჩაიდინა ჩვენს პარტიაში და ეს გახდა მიზეზი მისი პარტიიდან მოკვეთის", -განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. გაერთიანებული ოპოზიციაში „ძალა ერთობაშია“ ადასტურებენ, რომ ომარ მახარაძე ოპოზიციის რიგებში გადავიდა.

XS
SM
MD
LG