Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საავტომობილო კლუბები ატოცში მცოცავ ოკუპაციას გააპროტესტებენ


ასზე მეტი მანქანისგან შემდგარი ავტოკოლონა ქარელის რაიონის სოფელ ატოცისკენ მიემართება
ასზე მეტი მანქანისგან შემდგარი ავტოკოლონა ქარელის რაიონის სოფელ ატოცისკენ მიემართება

ანტისაოკუპაციო მოძრაობას საავტომობილო კლუბებიც უერთდებიან.

ამ წუთებში ასზე მეტი მანქანისგან შემდგარი ავტოკოლონა ქარელის რაიონის სოფელ ატოცისკენ მიემართება, სადაც ცოტა ხნის წინ რუსულმა საოკუპაციო ძალებმა მორიგი ე.წ. სასაზღვრო ღობის გავლება დაიწყეს.

აქციის მონაწილეები ატოცში სწორედ მცოცავ ანექსიას გააპროტესტებენ.

კოლონას სათავეში მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" ლიდერი დავით ქაცარავა უდგას.

XS
SM
MD
LG