პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, იმრან ხანმა საპასუხო განცხადება შეაგება დონალდ ტრამპის სიტყვებს, ისლამაბადს აშშ-სთვის საერთოდ არაფერი გაუკეთებიაო და აშშ-ს მოსთხოვა დაასახელოს სხვა მოკავშირე, რომელმაც ექსტრემიზმთან ბრძოლაში პაკისტანზე დიდი მსხვერპლი გაიღო. ხანმა 19 ნოემბერს ტვიტერით დაწერა, რომ მისმა ქვეყანამ 75 000 სიცოცხლე დაკარგა და 123 მილიარდი დოლარი გაიღო ტერორიზმის წინააღმდეგ ომში, რომელიც მოჰყვა 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებს - მიუხედავად იმისა, რომ ამ თავდასხმებში არც ერთი პაკისტანელი არ მონაწილეობდა. მან ასევე დაწერა, აშშ-მა დახმარების სახით "მცირედი" თანხა, მხოლოდ 20 მილიარდი გაიღოო. ტრამპმა შეწყვიტა პაკისტანისთვის 800 მილიონამდე დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარება და თქვა, რომ და განაცხადა, რომ პაკისტანი საკმარის ძალისხმევას არ იჩენს მის ტერიტორიაზე ავღანეთის თალიბანის და ჰაყანის ქსელის წევრების თავშესაფრების ამოსაძირკვად. პაკისტანი უარყოფს ამ ბრალდებებს.
ყველაზე პოპულარული
1