Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადა


თბილისის სააპელაციო სასამართლოში ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმის განხილვაზე, ვაჟთან ერთად მივიდა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი. "სამართლიანობის აღდგენა არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება საზოგადოებას იმისთვის, რომ დაწყნარდეს, იმისთვის, რომ მშვიდობა განვითარდეს. ეს არის სიმბოლური დღე. დღეს წყდება წარსულთან იმ ფურცლის გადაშლა და დამთავრება. აქ უნდა იდგეს საქართველოს ნებისმიერი მომავალი პრეზიდენტი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დღეს უნდა გამოაცხადოს განაჩენი.

XS
SM
MD
LG