Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერიას ნაძვის ხის განთავსების ადგილის შეცვლაზე არ უმსჯელია


ნაძვის ხე პარლამენტის წინ. 17 დეკემბერი, 2016 წ.
ნაძვის ხე პარლამენტის წინ. 17 დეკემბერი, 2016 წ.

„გავრცელდა აბსოლუტურად არასწორი ინფორმაცია. ნაძვის ხის განთავსების ადგილის შეცვლაზე მსჯელობა არ გამართულა“, - უთხრეს რადიო თავისუფლებას თბილისის მერიის პრეს-სამსახურში.

22 ნოემბერს ერთ-ერთმა საინფორმაციო სააგენტომ გაარცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თბილისის მერიამ ნაძვის ხის განთავსების ადგილი შესაძლოა, შეცვალოს და, რომ საახალწლოდ ნაძვის ხე პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიის ნაცვლად, შესაძლოა, ევროპის ან რესპუბლიკის მოედანზე დაიდგას.

თბილისის მერიამ ორი კვირის წინ, ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა პარლამენტის წინ აქციას მართავენ, სხვა ტერიტორიაზე გადანაცვლება სთხოვა, რასაც მათი და საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტი მოჰყვა.

XS
SM
MD
LG