Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტუსკი: დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი შეთანხმდნენ სამომავლო ურთიერთობების შესახებ დეკლარაციაზე


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი (მარცხნივ) და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი. ბრიუსელი, 2018 წ. 22 ნოემბერი.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი (მარცხნივ) და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი. ბრიუსელი, 2018 წ. 22 ნოემბერი.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი მთლიანობაში შეთანხმდნენ მათი სამომავლო ურთიერთობების შესახებ დეკლარაციაზე, რომელიც ევროკავშირის ლიდერებმა შეიძლება მოიწონონ მომავალ სამიტზე.

გეგმის მიხედვით, დიდმა ბრიტანეთმა 29 მარტს უნდა დატოვოს ევროკავშირი. დიპლომატები ცდილობენ შეიმუშაონ საბოლოო შეთანხმება ბრექსიტის პირობებზე ისე, რომ მისი მოწონება შეძლონ ევროკავშირის ლიდერებმა 25 ნოემბრის სამიტზე.

ტუსკის თქმით, შეთანხმების ტექსტზე 21 ნოემბერს იმსჯელეს ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ. დღეს მეი ბრექსიტის თაობაზე მოლაპარაკებების შესახებ განცხადებას გააკეთებს.

XS
SM
MD
LG