Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ირანს ადანაშაულებს ქიმიური იარაღის საიდუმლო წარმოებაში


კენეთ უარდი, აშშ-ის წარმომადგენელი ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში
კენეთ უარდი, აშშ-ის წარმომადგენელი ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში აშშ-ის ელჩმა, კენეთ უარდმა ირანი დაადანაშაულა ქიმიური იარაღის საიდუმლოდ წარმოებაში. როგორც მან ჰააგაში გამართულ სხდომაზე აღნიშნა, ასეთი ქმედება არღვევს საერთაშორისო შეთანხმებებს.

ამერიკელი დიპლომატის ინფორმაციით, ირანის მიერ წარმოებულ იარაღს, რომლის შესახებაც ქვეყანამ არ შეატყობინა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას, ნერვული სისტემის პარალიზება შეუძლია. უარდის განცხადებით, ირანმა რუსეთთან ერთად გვერდი აუარა საერთაშორისო რეგულაციებს და სირიის ხელისუფლებას დაეხმარა ქიმიური იარაღის მოპოვებაში. ამას გარდა, ლიბიაში 2011 წელს მუამარ კადაფის მმართველობის დამხობის შემდეგ იპოვეს ყუთები ქიმიური იარაღით და სპარსული წარწერებით, განაცხადა კენეთ უარდმა.

ირანი ჯერ არ გამოხმაურებია ბრალდებას ქიმიური იარაღის წარმოების შესახებ. ადრე მას გაკრიტიკებული აქვს ქიმიური იარაღის გამოყენება სირიაში. როგორც ირანში აცხადებდნენ, ამ ინციდენტებთან საერთო არაფერი აქვთ არც თეირანს და არც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობას.

5 ნოემბერს აშშ-მა ეკონომიკური სანქციები დაუწესა ირანს, გამოვიდა რა 2015 წელს ირანთან რამდენიმე სხვა ქვეყანასთან ერთად გაფორმებული ხელშეკრულებიდან. ვაშინგტონის ნაბიჯს უარყოფითად აფასებენ ევროკავშირი, რუსეთი და ჩინეთი.

XS
SM
MD
LG