Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს პოლიციის მიერ ოთხი სერბის დაკავებას საპროტესტო გამოსვლა მოჰყვა


სამი ეთნიკური სერბი, მათ შორის ორი პოლიციელი იქნა დაკავებული კოსოვოში, 23 ნოემბერს. ეჭვი აქვთ, რომ ისინი დაკავშირებული იყვნენ კოსოვოს ჩრდილოეთში სერბი პოლიტიკოსის მკვლელობასთან. პოლიციის განცხადებით, სამი პირი დააკავეს მიტროვიცაში, სერბებით დასახლებულ ქალაქში, პრიშტინიდან 40 კილომეტრში. ისინი ეჭვმიტანილი არიან იანვარში ოლივერ ივანოვიჩის მკვლელობაში. მეოთხე სერბი ეროვნების პირი დააკავეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო. მიტროვიცის ცენტრში შეკრებილებმა პროტესტი გამოთქვეს თანამოქალაქეების დაკავების გამო. სერბიის ყოფილი ოლქის, კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა, რამუშ ჰარადინაიმ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ მომხდარს პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს.

XS
SM
MD
LG