სუმოისტმა ლევან გორგაძემ 2018 წლის სეზონის ბოლო ბაშოზე თხუთმეტი შეხვედრიდან რვა მოიგო და დადებითი ბალანსი - კაჩი-კოში დააფიქსირა. ტოჩინოშინის ზედმეტსახელით ცნობილი ქართველი გოლიათი, რომელიც სუმოს იერარქიის მეორე საფეხურზე დგას და ოძეკის ტიტულს ატარებს, მომავალ სეზონსაც ოძეკის რანგში დაიწყებს.
ნოემბრის სუპერტურნირზე ტოჩინოშინმა კაჩი-კოში ფინიშამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა. 25 ნოემბერს გამართულ ბოლო ტურში კი მაეგაშირა შოჰოზანთან დამარცხდა.
„იმპერატორის თასს“ დაეუფლა კომუსუბი ტაკაკეიშო, რომელმაც ბაშო ცამეტი მოგებით დაასრულა.