Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედიკო მარგოშვილი: ჩემს შვილს ოცნებები "ოცნებამ" წაართვა.


"დაე ჩემი შვილი იყოს ბოლო, ამ სისტემისგან განწირული. დღეს თემირლანი 20 წლის გახდებოდა, რომ არა ეს "ოცნების" ხელისუფლება, ეს "მკვლელი" ხელისუფლება. დაე ყველა დედას, ყველა მშობელს შვილები ბედნიერი ჰყავდეს. ჩემს შვილს ოცნებები "ოცნებამ" წაართვა. ეს ერთი წელია ვითხოვთ ხელისუფლებისგან, აღიარონ თავიანთი დანაშაული, მაგრამ ტყუილად. ტყუილად. ამ მკვლელებისგან არანაირი აღიარება არ არის, არანირი რეაგირება. დღეს გამოვდივარ და თამამად ვიტყვი, ძირს ეს მკვლელი ხელისუფლება, ძირს "ოცნების" ხელისუფლება, ძირს ეს სისტემა. სისხლისმსმელები ციხეში." - თქვა 25 ნოემბერს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი და მოგვიანებით სავადმყოფოში გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, მედიკო მარგოშვილმა. აქცია თემირლანის დაბადების დღესთან დაკავშირებით გაიმართა. თემირლანი 20 წლის უნდა გამხდარიყო.

აქციაზე სიტყვით გამოსვლისას მედიკო მარგოშვილი "პატრიოტთა ალიანსის" მიერ ორგანიზებულ აქციასაც შეეხო, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ იყო მიმართული და ასევე 25 ნოემბერს, თავისუფლების მოედანზე გაიმართა.

"თუ გული გაქვთ, თუ ოდნავ ნამუსი გაქვთ, ადამიანური გრძნობები, ჩემთან ერთად უნდა იყოთ. ინაშვილო, შენ პანკისის ხეობაში იყავი, ვითომ ჩემს მწუხარებას იზიარებდი. ყოჩაღ შენს ქალობას! ყოჩაღ შენს დედობას! თუ ნამდვილად დედა ხარ, შენი ადგილი ჩემს გვერდითაა. ყოველი დედა ვალდებულია, მხარი დაუჭიროს სხვა დედას." -

XS
SM
MD
LG