Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის ტელევიზიამ ხანძრის გამო მაუწყებლობა შეაჩერა


მაუწყებლობა შეწყდა აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიის და რადიოს შენობაში ძლიერი დაკვამლიანების გამო. მაუწყებლის დირექტორის მოადგილემ ჯემალ გვეტაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სავარაუდოდ, მოკლე ჩართვის გამო ხანძარი გაჩნდა ელექტროენერგიით მომარაგების სისტემაში. გვეტაძის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ დაიწვა უმნიშვნელო რაოდენობით სადენები, ხანძარმა ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია. „ადგილზე დათვალიერებით დავადგინეთ, რომ არაფერი სერიოზული არ მომხდარა. კაბელები გამოვცვალეთ და მაუწყებლობა მალე აღდგება“ - განაცხადა მაუწყებლის დირექტორის მოადგილემ. ჯემალ გვეტაძის ინფორმაციით, თანამშრომლებს რაიმე საფრთხე არ შექმნიათ და შესაბამისად, არც ევაკუაცია ყოფილა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცავებიც, რომლებიც შესაძლო დივერსიას იკვლევენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG