Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში აფეთქების შედეგად დაიღუპა სამი ამერიკელი ჯარისკაცი


ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთში
ამერიკელი ჯარისკაცები ავღანეთში

აშშ-ის არმიის განცხადებით, სამი ჯარისკაცი დაიღუპა ავღანეთში გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად. შედეგად 12-მდე გაიზარდა ამ ქვეყანაში წელს მოკლული ამერიკელი სამხედროების რიცხვი.

ცენტრალურ ავღანეთში მდებარე ქალაქ ღაზნისთან მომხდარი აფეთქებისას დაიჭრა ასევე სამი ამერიკელი ჯარისკაცი. ჯერ არავის აუღია აფეთქებაზე პასუხისმგებლობა, თუმცა თალიბ ექსტრემისტებს ძლიერი პოზიციები აქვთ ღაზნის პროვინციის რამდენიმე რაიონში.

ამჟამად 14 ათასამდე ამერიკელი ჯარისკაცი მსახურობს ავღანეთში, სადაც აშშ-მა და, მთლიანად, ნატომ 2014 წელს ოფიციალურად დაასრულეს საბრძოლო მისია.

XS
SM
MD
LG