ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დილის 10 საათისათვის ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 7,26%, რაც რაოდენობრივად შეადგენს 255 251 ამომრჩეველს. ცესკოს ინფორმაციით, ეს მონაცემი რომ შევადაროთ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის აქტივობას, მაშინ, 10 საათის მდგომარეობით, აქტივობამ შეადგინა 6,14%. ამ დროისათვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 10 საჩივარი, რომელსაც შესაბამისი კომისიები კანონში დადგენილ ვადებში განიხილავენ. ამასთან, დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირი აწარმოებდა ამომრჩევლების აღწერას და გარკვეული მონაცემების დამუშავებას, მათ შორის, ელექტრონულადაც. ცესკო მოუწოდებს მათ თავი შეიკავონ ამგვარი ქმედებებისგან.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს.