Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა" მცირე პროცედურული დარღვევები დააფიქსირა


"განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის" დამკვირვებლებმა არჩევნების მეორე ტურზე მცირე პროცედურული დარღვევები დააფიქსირეს.

უბნებიდან დილით მიღებული მონაცემების საფუძველზე, ორგანიზაციის წარმომადგენელი პაატა ყვავაძე ამბობს, რომ დაფიქსირდა ამომრჩევლის ნების კონტროლის სავარაუდო შემთხვევაზე, როცა ამომრჩეველმა კაბინის გარეთ მისცა ხმა. ასევე იყო წილისყრის პროცედურის დარღვევის, არასწორი მარკირებისა და საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოდგენის ფაქტები.

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი საპრეზიდენტო არჩევნებს საზღვარგარეთ გახსნილ უბნებშიც აკვირდება - ვაშინგტონში, რიგაში, ვილნიუსში, მიუნხენში, სოფიასა და ბუდაპეშტი. ქვეყნის გარეთ, იმ უბნებში, რომლებიც უკვე გაიხსნა, საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ორგანიზაციას ჯერ არც ერთი საჩივარი არ აქვს დაწერილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG